1918 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, განახლდეს სწავლა ბათუმის სკოლაში, მასწავლებელ ალექსანდრე მგელაძეს მიენდო ბათუმში წასვლა და ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარის დახმარებით სკოლის შესანახად საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენა. ა. მგელაძეს ეს დავალება არ შეუსრულებია. განყოფილების თავმჯდომარე ელიავამ წარმოადგინა ბათუმში დარჩენილი განყოფილების წევრთა საგანგებო კრების ოქმი. სასკოლო სექციამ დაადგინა, მთავარმა გამგეობამ იკისროს ბათუმის ქართული სკოლის შენახვა, ვინაიდან იმ დროისთვის იქ ქართული სკოლის არსებობა მეტად საჭირო იყოს. ასევე დადგინდა, მიეცეს შუამდგომლობის თანახმად ყოველთვიურად 1600 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი