1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ქ. შ. წ. კ. გ. ს. სკოლებში მასწავლებლობის ადგილს თხოულობდნენ შემდეგი პირნი: 1. მარიამ სოფრომის ასული სახელაშვილი; 2. სილოვან (ჭიჭიკო) სიმონის ძე ხუნდაძე; 3. მიხეილ ივანეს ძე კიკნაძე; 4. ოლღა ხაინდრავა-საბაშვილი; 5. ვალერიან თუთბერიძე. თავისუფალია მასწავლებლის ადგილები: ყალამშის, გომარეთის, გერგეთის და ატენის სკოლებში. გამგეობამ გადადო ამ საკითხის განხილვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი