1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1918 წლის სტიპენდიატების მურად გულთაიშვილისა და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილის თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების შესახებ. გამგეობის განჩინებით, იანვრიდან მაისის ჩათვლით თითოეულს თვეში ასი მანეთი მიეცემოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი