საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3457

ფაქტი 3457

1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ვარიანის მცხოვრებ მეგრელიშვილის საკითხი, რომელსაც მიეცა 2500 მან. ვარიანის გოგებაშვილის სახელობის ქართული სკოლის ბინის ქირის ანგარიშში იმ პირობით, რომ მას დეკემბრის დამლევს უნდა ჩაებარებინა საზოგადოებისთვის სკოლის შესაფერისი შეკეთებული საკუთარი სახლი. 4 წლის განმავლობაში საზოგადოება თავისუფალი იქნებოდა ბინის ქირისაგან. მეგრელიშვილმა პირობა ვერ შეასრულა. საჭირო გახდა, დაუყოვნებლივ მოეთხოვათ მისთვის ფულის დაბრუნება. გამგეობამ მასწავლებელ მიხეილ ჩიქვანიძეს მიანდო, გადაახდევინოს მეგრელიშვილს 2500 მანეთი და დაუბრუნოს საზოგადოებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3457; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .