საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34682

ფაქტი 34682

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ და ნოშრევან ოქროპირის ძე ალავიძეებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში ივანოვის ქუჩის შესახვევში მდებარე ორსართულიანი სახლი და 224 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34682; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .