საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35029

ფაქტი 35029

1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია, რომ ახმეტაში მცხოვრებ გლეხებს მამასახლისები და მათი ხელქვეითები ვალის გადაუხდელობის გამო ოჯახში უვარდებოდნენ და თანხის სანაცვლოდ პური, ქვაბი და სხვა ნივთები გაჰქონდათ, რომლებსაც დუქნებში აგირავებდნენ, აღებული თანხით კი არაყსა და ღვინოს ყიდულობდნენ. დაგირავებული ნივთები 2 კვირის განმავლობაში მედუქნესთან ინახებოდა და თუ მეპატრონე თავის კუთვნილ ნივთს ვერ გამოისყიდდა, მედუქნე მათ თელავში გზავნიდა გასაყიდად.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1877 | 27 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35029; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .