საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35166

ფაქტი 35166

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილიდან ირკვევა, რომ პაროტის მეგზური არარატის მთაზე ასვლის დროს, დიაკვანი ხაჩატურ აბოვიანი უზომოდ განათლებული პიროვნება ყოფილა. პაროტის თქმით, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სომეხი ეჩმიაზინსა თუ ერევანში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35166; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .