1919 წლის 19 დეკემბერს ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი გ. კვიტაშვილი სწერს საშუალო სკოლების მთავარგამგეს, რომ მასწავლებელმა ეკატერინე ჯაფარიძემ გიმნაზიას თავი დაანება და სოხუმში წავიდა. მის ადგილზე მოიწვიეს გიორგი მასხარაშვილი, რომელიც ერობაში მსახურობს. ერობამ ის ერთი თვით ათხოვა მათ, იანვრიდან კი კვლავ უმასწავლებლოდ რჩებიან, თუ სამინისტრო მათემატიკის მასწავლებელს არ დაუნიშნავს.

წყარო: მოხსენება, მიმოწერა რაჭაში გიმნაზიის დაარსების შესახებ | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი