საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35213

ფაქტი 35213

1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1830 წლის ზაფხულში დაღესტანში გამოჩენილა ვინმე შაბან-შეიხი, რომელსაც აუმხედრებია ადგილობრივები რუსების წინააღმდეგ. ბელაქნის კომენდანტ მაიორ ბუჩქიევს, რომელიც წარმოშობით კახეთიდან ყოფილა, ბელაქნის რედუტთან დაუმარცხებია ლეკების ჯარი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35213; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .