საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35259

ფაქტი 35259

1896-97 სასწავლო წლის მაისი-ივნისის ანგარიშში მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში შემდეგი წლისთვის ტოვებს წიგნებს და რვეულებს, შეცდომით გამოგზავნილ რვეულებს აბრუნებს უკან გამოსაცვლელად. რადგან ბევრი სკოლაში წიგნების მისაღებად შემოდიოდა და შემდეგ სკოლას ტოვებდა, ამის გამო მან გადაწყვიტა, „ბუნების კარი“ და სხვა წიგნებიც გარდა „დედაენისა“ საკუთრებაში არ მიეცათ მოსწავლეებისთვის, ან უკან გამოერთმიათ. 12 ცალი უხმარი „ბუნების კარი“ სკოლაში ინახებოდა , რადგან იმ წელს მე-3 განყოფილებაში ბევრმა არ გააგრძელა სწავლა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35259; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .