საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35264

ფაქტი 35264

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლას შეკეთება არ დასჭირვებია და არაფერი დახარჯულა არც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, არც სოფლის მხრიდან. სასურველი იქნებოდა სკოლის აივნის შეკეთება და გაფართოება, საკლასო დაფის შეღებვა. მასწავლებელი ასევე გამგეობას სთხოვს მასალის მიცემას ხელსაქმისთვის, რადგან ამის გამო მოსწავლეებმა ნაკლები იმუშავეს, მოქსოვეს 4 წყვილი წინდა, შარშანდლიდან დარჩენილი ძაფით, შეკერეს რამდენიმე საბალიშე და მოქსოვეს არშიები ყაისნაღით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35264; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .