საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35287

ფაქტი 35287

1830 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი რესკრიპტი, რომელიც გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის. დოკუმენტის თანახმად, გადაწყდა ზაკრევსკის ამიერკავკასიაში გამგზავრება იქ გავრცელებულ ქოლერასთან საბრძოლველად. ამასთან ერთად, ხელისუფლება ავალდებულებდა გენერალ-ფელდმარშალ პასკევიჩ-ერევანსკის, ყველანაირად ხელი შეეწყო ზაკრევსკისათვის ამიერკავკასიის პროვინციებში გავრცელებული ეპიდემიის აღმოფხვრის საქმეში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35287; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .