საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35297

ფაქტი 35297

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს ასტრახანში მყოფი სენატორ ლავროვისათვის გაუგზავნია ფლიგელ-ადიუტანტი კოკოშკინი, რომელიც უნდა დახმარებოდა სენატორს ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35297; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .