საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35310

ფაქტი 35310

1830 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი N 2 თავისი მოსკოველი მეგობრისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ ქეშელთის ხეობის ყაჩაღთა მეთაურის, აკა კობისაშვილის ტყვეობაში იმყოფებოდა ექვსი ჯარისკაცი იმერეთიდან. აქედან სამი მოუკლავთ, ერთი კი, ცოცხალ-მკვდარი უპოვიათ რუსებს და გადაურჩენიათ. დანარჩენი ორი კობისაშვილს მიუყვანია რუსთა ბანაკში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35310; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .