საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35311

ფაქტი 35311

1830 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი №N5 მოსკოველი მეგობრისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ 1830 წლის 17 ივლისს გენერალ რენენკამფის განკარგულებით გაანადგურეს ჟემურის ხეობის სოფელი თოღვანი ციხე-სიმაგრით. სოფელში თოღაშვილები ცხოვრობდნენ, მათ შორის ყაჩაღად გავარდნილი ორი ძმა, კუჯანი და სოსტა-მურადი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35311; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .