საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3533

ფაქტი 3533

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შორაპნის მაზრის გამგეობის თავმჯდომარე კ. ბუაჩიძის დეპეშა აკაკის მიერ ნაანდერძევი სხვიტორის მამულის ერობისთვის გადაცემის შესახებ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გასული წლის მარტის ბოლო რიცხვებში დაადგინა, მამული გადასცემოდა შორაპნის ერობის გამგეობას, ანდერძის თანახმად, აკაკისეულ სახლში ქალთა სკოლის გახსნისა და მისი შენახვის პირობით. დასტური მამულის ჩაბარების შესახებ დადებითი პასუხის შემდეგ გაიგზავნებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3533; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .