საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35375

ფაქტი 35375

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ფიდო ალექსის ძე გიგაურმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს დილით წავიდა გორში და არაფერი იცოდა ბოლშევიკური გამოსვლების შესახებ, სახლში დაბრუნებულს კი შინაურებმა დაახვედრეს ამბავი არეულობის შესახებ. 10 ნოემბერს, ორშაბათ დილით სახლიდან გამოსვლისას შეხვდა გეურქა და ვანო შახნაზაროვები, რომლებიც დაემუქრნენ დაჭერით და როცა ისინი სხვასთან ლაპარაკში გაერთნენ, გამოიპარა, დაიმალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35375; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .