საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35396

ფაქტი 35396

1830 წლის 6 სექტმბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი თავის მოსკოველი მეგობრისადმი. წერილის მიხედვით, 1830 წლის 19 ივნისს თბილისის სამხედრო გუბერნატორ სტეფანე სტეფანეს ძე სტრეკალოვს დაბა ცხინვალში შეუმოწმებია მზადყოფნა რაზმისა, რომელიც შემდგომ ჯავის ხეობისკენ დაძრულა ოსთა აჯანყების ჩასახშობად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35396; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .