საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35400

ფაქტი 35400

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა რამან (რომან) ქასროშვილმა აღიარა, 9 ნოემბერს დილით სახლიდან გამოსვლისას შეხვდა შეიარაღებული იაკოფ ზარაფოვი, რომელმაც უთხრა, რომ ბოლშევიკური გამოსვლა იყო და კომისარიატი აიღეს. იქვე, იარაღით ხელში შენიშნა გეურქა შახნაზაროვი, ვანო ათულაშვილი, ლადო ფსიტიძე, პეტრე ხომიზური, ილიკო ძურძუკი, კარაპეტ მეჩითოვი და რამანა დალაქიშვილი. ასევე, გაიგონა, რომ დაჭრილები იყვნენ ადგილობრივი ერობის წარმომადგენლები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35400; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .