საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35401

ფაქტი 35401

1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ადრესატი იყო გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, ახალციხის დროებითი მთავრობის წევრ, ოცდამერვე ეგერთა პოლკის შტაბს-კაპიტან ანდრეი დიმიტრის ძე უსოვს გადაუწყვეტია, შეწევნოდა მაჰმადიანების მიერ არაერთხელ დარბეულ ეკლესიას. მას ფული გადაუგზავნია მოსკოველ ვაჭარ ივანე ვასილის ძე ჩეტვერიკოვისათვის და უთხოვია ამ თანხით ახალციხის ეკლესიისათვის ხატების შეკვეთა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35401; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .