საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35442

ფაქტი 35442

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ შაქრო ივანეს ძე თომაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს შუადღისას ჩავიდა მეჯვრისხევში და შინაურებმა უთხრეს, რომ იკითხეს მისი თოფი, რის გამოც შეეშინდა მთავრობისგან მიბარებული „ვინტოვკა“ უცხოს არ წაეღო და თავად წაიღო ჩასაბარებლად კანცელარიაში, სადაც შეიარაღებული გეურქა შახნაზაროვი, ვანო ათულაშვილი, ლადო ფსიტიძე დახვდნენ, მათ თოფი არ ჩამოართვეს, რის შემდეგაც თავისივე თოფით გამოიპარა სახლში, თოფი დამალა და 10 ნოემბერს დილით წავიდა გორში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35442; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .