საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35452

ფაქტი 35452

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის წერილი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისთან, სადაც იგი წერდა, რომ პროფესორ პაროტის ექსპედიციას არარატის მთის მხოლოდ გარკვეული სიმაღლისთვის მიუღწევია. შოპენის აზრით, ექსპედიციას შეიძლება კლიმატურმა პირობებმა შეუშალა ხელი – როცა იქ ჩასულან, არარატი თოვლის სქელი ფენით ყოფილა დაფარული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35452; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .