საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35465

ფაქტი 35465

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ შაქრო იოსების ძე ბალამწარაშვილმა აღიარა, რომ სახლში იმყოფებოდა ავადმყოფი, როდესაც მასთან, როგორც სოფლის ასისთავთან, მივიდა მეჯვრისხეველი შაქრო ალხაზიშვილი ხალხთან ერთად და იარაღი სთხოვა, რადგან არ ჰქონდა ¬ წავიდნენ. მათ ძალით წაიყვანეს გრიშა მელაძე, კოლა ცეცხლაძე, გიორგი ნარიმანიძე. ამ ყველაფერში კოლა ბალამწარაშვილთან ერთად აქტიურობდნენ ვანო და შაქრო გუნდიაშვილები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35465; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .