საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35467

ფაქტი 35467

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა ბესარიონ ავთანდილის ძე სრესელმა აღიარა, რომ მასთან მივიდნენ ვასო მამითაშვილი, იასონა მელაძე, ვანო ხომასურიძე და სხვ., რომლებმაც მიუტანეს მათი თავმჯდომარის „რასპისკა“, რომ იგი ითხოვდა „დვუხკოლკას“ და ცხენებს, „დვუხკოლკა“ არ წაიღეს, რადგან გაფუჭებული იყო, ცხენები კი ძალით გამოიყვანეს ბოსლიდან და წაიყვანეს. მათი მეთაური იყო შაქრო ალხაზიშვილი, რომლის ბრძანებითაც ხდებოდა ეს ყველაფერი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35467; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .