საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35510

ფაქტი 35510

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს სომეხ ლტოლვილთა ახპატში გაჩერებული ქარავნის მეთაურებმა თბილისის გუბერნატორს შეატყობინეს, რომ ალექსანდრე ბატონიშვილს განზრახული ჰქონდა სომხების ჩართვა რუსების წინააღმდეგ აჯანყებაში. მეთაურებს გუბერნატორისათვის მიჯრით მიწერილი სამი წერილისთვის დაურთიათ ალექსანდრე ბატონიშვილის სომხებისადმი მიწერლი წერილის ასლი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35510; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .