საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35511

ფაქტი 35511

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ალექსანდრე ბატონიშვილმა ახპატში გაჩერებულ სომხებს მოუწოდა, შეერთებოდნენ რუსების წინააღმდეგ აჯანყებას. იგი შეპირდა, რომ არასდროს არ შეუქმნიდა პრობლემებს არც ერთ მათგანს და ნება დართო მათ მეთაურებს, ძღვენი მიერთმიათ მისთვისა და შაჰისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35511; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .