საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35794

ფაქტი 35794

1881 წლის მარტში სოფელ ლანჩხუთის სასწავლებლის მასწავლებელმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სკოლის ბიბლიოთეკისთვის მიიღო: ახალი აღთქმა, „დავითნი“, „არითმეტიკული გამოცანები“, ორბელიანის ლექსები, „დარიგება მასწავლებელთათვის“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, ბარათაშვილის ლექსები, „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – თითო-თითო ეგზემპლარად, რომლებიც მიღებისთანავე აღრიცხა სკოლის კატალოგში როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან შემოწირული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35794; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .