საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35800

ფაქტი 35800

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ კონდოლის მასწავლებელმა რაჟდენ თარხანოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ გამგეობისგან გამოგზავნილი წიგნები და ნივთების ნაწილი დაურიგა მოსწავლეებს, რომელთაც ხელი მოაწერეს აღრიცხვის ჟურნალში, ზოგი კი დაცული იყო სკოლის ბიბლიოთეკაში და აღრიცხული ბიბლიოთეკის კატალოგში, აგრეთვე ბიბლიოთეკაში ინახებოდა და თავისუფალ დროს მოსწავლეები სარგებლობდნენ თავისუფალ საკითხავად 19 ეგზემპლარ სხვადასხვა წიგნს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35800; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .