საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35909

ფაქტი 35909

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ პალეს ძე ტატიშვილის წერილი რედაქტორისადმი. ტატიშვილი წუხდა, რომ ყურადღება არავის მიუქცევია გასულ წელს მის მიერ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული განცხადებისთვის – თავისი ამოჭრილი და მორთული ქართული ასოები არავის გამოეყენებინა. წიგნის მაღაზიის პატრონს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანს აფიშებში გამოუყენებია ტატიშვილის ამოჭრილი ასოები. ჩარკვიანის ქმედებას აპროტესტებდა წერილის ავტორი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35909; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .