საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35924

ფაქტი 35924

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნად მიეწვიათ წარმომადგენლები: მწერალთა კავშირიდან, განათლების კომისიიდან, მასწავლებელთა კოოპერატივიდან, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებიდან და სხვ. სწორედ ამ წარმომადგენლებისაგან უნდა შემდგარიყო კომიტეტი, რომელიც უხელმძღვანელებდა გარდაცვალების 10 წლისთავს. დადგენილებას ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35924; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .