საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36033

ფაქტი 36033

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის თანახმად განყოფილებას მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნა თავისი შემოსავლის 20%. ორი გასული წლის (1913-1914) შემოსავლის 20% განყოფილებას ჯერაც არ ჰქონდა გაგზავნილი. ამის მიზეზი იყო მოსალოდნელი დიდი ხარჯები, რომელიც საჭირო იყო ქართული სკოლის გასახსნელად, მის მოსაწყობადა და შენობის დასაქირავებლად. შიმშილობისა და ომიანობის პირობებში ზუგდიდის განყოფილება მატერიალურ კრიზისში იმყოფებოდა და შემოსავლის 20%-ის დაკარგვით სკოლის გახსნის საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა. კრებამ დაადგინა, ეთხოვა მთავარი გამგეობისთვის ამ თანხის ზუგდიდელებისთვის დროებით დატოვება მდგომარეობის გამოსწორებამდე. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36033; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .