საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36037

ფაქტი 36037

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის თანახმად კრებაზე განხილულ იქნა განყოფილების გასული 1914 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. 1914 წელს განყოფილებას ჰყოლია 148 წევრი, მათგან განყოფილების სალაროში საწევროს სახით შემოსულა 321 მან., სააღდგომო ხელისმოწერიდან – 54 მან. 50 კაპ., დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის სასარგებლოდ გამართული სეირნობიდან – 709 მან. 50 კაპ. სულ 1914 წელს განყოფილების სალაროში შემოსულა 1681 მან. 52 კაპ. ეს თანხა წვრილი კრედიტის საამხანაგო ბანკში ინახებოდა. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36037; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .