საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36038

ფაქტი 36038

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელზეც განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36038; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .