საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36050

ფაქტი 36050

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის თანახმად კრებაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ახალი წევრების მიღება, გასული 1914 წლის მოქმედების ანგარიში და მისი დამტკიცება, მომავალი 1915 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მიღება, თხოვნით მიმართვა მთავარი გამგეობისთვის მისთვის წესდების ძალით განსაზღვრული განყოფილების შემოსავლის 20%-ის განყოფილებაში დატოვების შესახებ, ქართული სკოლისათვის ადგილისა და შენობის შეძენა, განყოფილების გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის ორი ახალი წევრის არჩევა. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36050; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .