საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36054

ფაქტი 36054

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის გახსნისთანავე კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა, ფეხზე ადგომით პატივი ეცათ განსვენებული აკაკი წერეთლის, მწერალ ნიკო ლომოურისა და გამგეობის ყოფილი წევრ-ხაზინადარის გიორგი ხერხეულიძის ხსოვნისათვის, რაც საზოგადოებამ პატივისცემით შეასრულა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36054; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .