საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36055

ფაქტი 36055

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელიც მეორედ იყო მოწვეული. საზოგადოების წესდების მე-17-ე მუხლის თანახმად კრება ჩაითვალა კანონიერად. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36055; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .