საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36082

ფაქტი 36082

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ი. გ.-ს წერილი, რომელიც 2 აპრილს მიიღეს პეტერბურგიდან. ი. გ.-ს ცნობით იქ არსებობდა ქალთა საექიმო კურსები, რომლის გავლა მეტად საჭირო იყო ქართველი ქალებისათვის, რადგან საქართველოში მხოლოდ მამრობითი სქესის ექიმები საქმიანობდნენ, მათთან მისვლა კი ქალებისათვის სამარცხვინო იყო, ამიტომ ქალთა უმრავლესობა ადრეულ ასაკში ექიმთან მიუსვლელობის გამო იღუპებოდა.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1877 | 12 მაისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36082; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .