საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36109

ფაქტი 36109

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც მიიღებდა მონაწილეობას. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი კავკასიის რეგიონიდან გასატანი ნივთების შესაგროვებლად. კომიტეტს ჰყავდა კორესპოდენტები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე ჰქონდათ პასუხისმგებლობა აღებული. ისინი კომიტეტის ხარჯით თბილისში გზავნიდნენ ნივთებს. გორის კორესპოდენტი იყო ივანე სულხანიშვილი.

წელი:
1866
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
დროება, 1866 | 1 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36109; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .