საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36195

ფაქტი 36195

1922 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ მიმდინარე ხარჯების – მაღაზიის, კანცელარიის და მუზეუმის შტატის შენახვა, წყლისა და განათების ფული, ბინის ქირა, საავადმყოფოს სალაროს პროცენტები და სხვ. – დასაფარად გამგეობის დასტურით, პრეზიდიუმი იძულებული გახდა გაეყიდა საბეჭდი ქაღალდის ერთი ნაწილი. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36195; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .