საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36243

ფაქტი 36243

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ მთავარი გამგეობის მიერ ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებული მ. წიფურია ვერ შეუდგა მოვალოების შესრულებას, რადგან არ მიუღია თანხმობა დირექტორისგან. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36243; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .