საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36250

ფაქტი 36250

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. აქვსენტი ფაღავას წინადადებით კრებამ იმსჯელა თბილისის თეატრის დაწვით საზოგადოებისთვის მიყენებულ ზარალზე და განყოფილების გამგეობას დაავალა სათეატრო ფონდისთვის ფულის შეგროვება. კრების გადაწყვეტილებით ნებართვასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან სირთულეების თავიდან ასაცილებლად ზუგდიდელებს მთავარი გამგეობისთვის უნდა მიემართათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36250; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .