საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36289

ფაქტი 36289

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1913 წლის იანვრისთვის განყოფილებაში სულ იყო 102 წევრი. 1914 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა 57 წევრი, ხოლო გამოაკლდა განყოფილებას 11 წევრი. ამრიგად, 1915 წლის პირველი იანვრისთვის განყოფილებაში სულ იყო 148 წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36289; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .