საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36336

ფაქტი 36336

1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები დიმო გულას ძე მარღიშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის, სახლების გაჩხრეკვაში, ოჯახებიდან ნივთებისა და საქონლის მოპარვაში, სხვადასხვა დაწესებულებებიდან იარაღის აყრასა და მთავრობის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლაში. იგი იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36336; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .