საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36337

ფაქტი 36337

1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები კარაპეტ ზაქარიას ძე მეჩითოვი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის, სახლების გაჩხრეკვაში, ოჯახებიდან ნივთებისა და საქონლის მოპარვაში, სხვადასხვა დაწესებულებებიდან იარაღის აყრასა და მთავრობის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლაში. იგი იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36337; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .