საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36387

ფაქტი 36387

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს, წევრებს და კანდიდატებს თანამდებობის აღსრულების დროს ეძლეოდათ ანაზღაურება, რომლის რაოდენობასაც კრება საზღვრავდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36387; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .