საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3645

ფაქტი 3645

1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს წითელ ჯვართან არსებული ქალთა კომიტეტის თხოვნა ობოლ ბავშვთათვის დაარსებული სკოლის 450 მანეთის ღირებულების წიგნებითა და სასწავლო ნივთებით დახმარების შესახებ. გამგეობის ცნობით, მათ უკვე მიღებული ჰქონიათ ნ. ნაკაშიძის თავდებობით 200 მანეთის წიგნები. გადაწყდა, კიდევ 250 მანეთის სასკოლო ნივთებით დახმარება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3645; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .