საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3648

ფაქტი 3648

1919 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის მასწავლებელის მიხეილ ჩიქვინიძის თხოვნა, რომელიც მამის გარდაცვალების გამო ერთჯერად დახმარებას და ავანსის სახით ორი თვის: თებერვლისა და მარტის ჯამაგირს ითხოვდა. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მას დახმარების სახით 200 მანეთი და ავანსად თებერვლის ჯამაგირი მისცემოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3648; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .