საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3649

ფაქტი 3649

1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა თბილისის მოქალაქე ვარდენ ძიძიშვილის განცხადება, სიცოცხლეშივე საზოგადოებისთვის საკუთარი სახლის გადაცემის თაობაზე, თუკი საზოგადოების გამგეობა მის შენახვას იკისრებდა. მას ყოველწლიურად 6000 მანეთი შეჰქონდა. ძიძიშვილის სახლი დაათვალიერა გამგეობის მდივანმა ვ. ბურჯანაძემ, რომლის აზრით, აღნიშნული პირობით ამ სახლის მიღება საზოგადოებისთვის ხელსაყრელი არ იყო. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ წინადადება ძიძიშვილისთვის თუ ინებებდა, დაუყოვნებლივ გადაეცა თავისი საკუთარი სახლი საზოგადოებისთვის, მთელი შემოსავალი კი სიცოცხლეშივე თვითონვე მოეხმარა და სახლისთვისაც პატრონობა გაეწია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3649; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .