1919 წლის 25 იანვარს დავით კარიჭშვილის თავმჯდომარეობით გმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია ელიავას თხოვნა, რომ საზოგადოება დახმარებოდა ზდანოვიჩის უკანონო შვილს, გიორგი ვორობიოვს (8 წლის ბავშვს). გამგეობამ უარი თქვა თხოვნის დაკმაყოფილებაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი