საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3654

ფაქტი 3654

1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი საზოგადოების საქმეთა სასამართლოებში საწარმოებლად ვექილის არჩევის შესახებ. გამგეობის ცნობით, ვექილთან მოლაპარაკება მინდობილი ჰქონდა ვ. ბურჯანაძეს, რომელიც კ. ნინიძეს მოელაპარაკა. გამგეობამ სასამართლოებში საზოგადოების საქმეთა საწარმოებლად გამგეობის წევრი კირილე იესეს ძე ნინიძე აირჩია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3654; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .